Ford-ის ამორტიზატორები და სტოიკები: ცვეთის ნიშნები და რა შეიცვალოს ერთად
მანქანა ორმოს შემდეგ ირწევა, დამუხრუჭებისას წინ იხრება ან სტოიკის თავიდან აკაკუნებს? გაიგეთ, როდის იცვლება Ford-ის ამორტიზატორი და სტოიკა და რა ნაწილები უნდა შეიცვალოს მასთან ერთად.

ამორტიზატორი ზამბარის რხევას აქრობს და საბურავს გზასთან კონტაქტში ინარჩუნებს. სტოიკა ისეთი ამორტიზატორია, რომელიც ამავდროულად სავალის მზიდი ნაწილიცაა: მასზე ზის ზამბარა და ზედა საყრდენი (ჩაშკა), ქვემოდან კი კულაკს უერთდება. Ford-ის ბევრ მოდელზე წინ სტოიკებია, უკან კი ხშირად ცალკე ამორტიზატორები.
ამორტიზატორი ნელ-ნელა ცვდება, ამიტომ მძღოლი ცვლილებას ეჩვევა და ხშირად ვერ ამჩნევს. ქვემოთ მოცემული ნიშნები დაგეხმარებათ.
ნიშნები, რომ ამორტიზატორი ან სტოიკა გაცვეთილია
- მანქანა ორმოს ან „მწოლიარე პოლიციელის" შემდეგ რამდენჯერმე ირწევა
- დამუხრუჭებისას წინა ნაწილი ძლიერ იხრება, დაძვრისას კი უკანა ჯდება
- მოსახვევში ძარა მეტად იხრება, მაღალ სიჩქარეზე მანქანა „ცურავს" და გვერდითა ქარს უფრო გრძნობს
- ამორტიზატორის კორპუსზე ზეთის სველი ფენაა - ჩობალი ჟონავს
- კაკუნი სტოიკის თავიდან ორმოებზე, ან ჭრიალი და ბიძგი, როცა საჭეს ადგილზე ატრიალებთ - ხშირად ჩაშკის ან მისი საკისრის ნიშანია
- საბურავი ლაქებად, ტალღისებურად ცვდება
უხეში შემოწმება: მანქანის ერთ კუთხეს ძლიერად დააწექით და ხელი აუშვით. თუ ერთხელ-ორჯერ მეტად ირწევა, ამორტიზატორი შესაძლოა სუსტია. ზუსტად ამას ხელოსანი ამწეზე დაადგენს.
რა შევცვალოთ ერთად
- ამორტიზატორები და სტოიკები წყვილად იცვლება ერთ ღერძზე - ორივე წინა ან ორივე უკანა. ახალი და ძველი სხვადასხვანაირად მუშაობს და მანქანა ნაკლებად სტაბილური ხდება.
- ზედა საყრდენი (ჩაშკა). სტოიკის შეცვლისას ის მაინც იხსნება, ამიტომ გაცვეთილი ჩაშკა ჯობია იმავე დროს შეიცვალოს.
- პილნიკი და ბუფერი. თუ დახეულია ან დაშლილია, ახალი სტოიკაც მალე დაზიანდება.
- სტერჟინი. Ford-ის ბევრ მოდელზე სტაბილიზატორის სტერჟინი სტოიკაზეა მიმაგრებული - ერთად შეამოწმეთ.
- ზამბარა. შეამოწმეთ, ხომ არ არის დაბზარული ან ჩამჯდარი.
- სავალის გასწორება (რასვალი). წინა სტოიკების შეცვლის შემდეგ ბორბლების კუთხეები შეამოწმებინეთ და გაასწორებინეთ.
Fusion-ისა და Edge-ის წინა სავალის კაკუნზე ცალკე სტატია გვაქვს: Ford Fusion და Edge: წინა სავალის კაკუნი.
Ford-ის ამორტიზატორები და სავალის ნაწილები კატალოგში
ჩაშკა ასევე ერგება იმავე წლების Flex-ს, Taurus-ს და Lincoln MKS / MKT-ს - ზუსტი თავსებადობა ნაწილის გვერდზეა.
როდის არ უნდა გადადოთ
გაცვეთილი ამორტიზატორით მანქანა ცუდ გზაზე და მკვეთრი დამუხრუჭებისას უფრო ძნელად იმართება. თუ მანქანა ირწევა, გზაზე „დაცურავს" ან სტოიკა ძლიერ ჟონავს, შეკეთებას ნუ გადადებთ.
ნაწილები მოდელის მიხედვით: სავალი ნაწილი · Ford Explorer · Ford Taurus · Ford Flex
არ ხართ დარწმუნებული, რომელი ნაწილი ერგება თქვენს მანქანას? გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა VIN-ით ან დაგვირეკეთ / მოგვწერეთ WhatsApp-ზე: +995 505 05 06 51. ვმუშაობთ ყოველდღე, 10:00-19:00. მიწოდება თბილისში 1-2 დღეში, რეგიონებში 3-5 დღეში.
გჭირდებათ დახმარება ნაწილის შერჩევაში?
ჩვენი სპეციალისტები უფასოდ გადაგიმოწმებენ თავსებადობას VIN კოდის მიხედვით და მოგაწვდიან ნაწილს თბილისის საწყობიდან მთელი საქართველოს მასშტაბით.