ვმუშაობთ ამერიკულ Ford-ზე, Lincoln-სა და Mercury-ზე: Explorer, Escape, Fusion, Edge, Focus, Taurus, F-150, Transit, MKZ, MKX და სხვა მოდელები. ყველა ნაწილი ადგილზეა თბილისის საწყობში. სხვა მარკის ნაწილებს არ ვყიდით.
ხშირად დასმული კითხვები
იპოვეთ პასუხები ხშირ კითხვებზე შეკვეთის, მიწოდების, თავსებადობისა და სხვა თემებზე.
ყველა პროდუქტის გვერდზე წერია ქარხნული (OEM) კოდი და თავსებადი მოდელები წლებით. ყველაზე საიმედოა, კოდი ძველ ნაწილზე დატანილ კოდს შეადაროთ. თუ კოდი არ იკითხება, გამოგვიგზავნეთ VIN კოდი - შეკვეთამდე გადავამოწმებთ.
დიახ. ძებნაში ჩაწერეთ კოდი ტირეებით ან მათ გარეშე (მაგ. DG9Z-5K484-A ან DG9Z5K484A) - ორივე ერთსა და იმავე ნაწილს იპოვის. ასევე შეგიძლიათ მოძებნოთ ქართული სასაუბრო სახელით: პომპა, კალოდკა, სტერჟინი, ყუმბარა, სვეჩი.
დაგვიტოვეთ მოთხოვნა „ნაწილის მოთხოვნის“ გვერდზე VIN კოდით და ნაწილის აღწერით, ან მოგვწერეთ WhatsApp-ზე +995 505 05 06 51. გადავამოწმებთ და დაგიკავშირდებით.
დიახ, კურიერით ვაწვდით მთელ საქართველოში. თბილისში მიწოდება 1-2 დღეა, რეგიონებში 3-5 დღე. საიტზე შეკვეთა ნებისმიერ დროს შეიძლება, ოპერატორი მას ყოველდღე 10:00-19:00 ადასტურებს. მიწოდების ფასს ოპერატორი ტელეფონით შეგითანხმებთ, მდებარეობიდან გამომდინარე.
დიახ, თბილისის საწყობიდან გატანა უფასოა. ფიზიკური მაღაზია არ გვაქვს - შეკვეთისას აირჩიეთ „საწყობიდან გატანა“ და ოპერატორი მისამართსა და დროს შეგითანხმებთ.
ნაღდი ანგარიშსწორებით ან ბარათით შეკვეთის ჩაბარებისას, ან საბანკო გადარიცხვით - გადარიცხვის რეკვიზიტებს ოპერატორი გამოგიგზავნით.
დიახ, 7 დღის განმავლობაში, თუ ნაწილი არ არის დამონტაჟებული და ორიგინალ შეფუთვაშია. თბილისის საწყობში მოტანისას დაბრუნება უფასოა; კურიერით ან ფოსტით გამოგზავნის ხარჯს მყიდველი იხდის. თანხა 7 დღეში ბრუნდება.
დიახ, ყველა ნაწილი ახალია. პროდუქტის გვერდზე წერია მწარმოებელი (Ford ან Motorcraft) და ქარხნული კოდი.
არა, ჩვენ მხოლოდ ნაწილებს ვყიდით. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომელი ნაწილი გჭირდებათ, შეკვეთამდე გამოგვიგზავნეთ VIN კოდი ან ძველი ნაწილის ფოტო კოდით.
💬 ვერ იპოვეთ რასაც ეძებდით? დაგვიკავშირდით info@yourcarparts.ge-ზე — სიამოვნებით დაგეხმარებით!