YourCarParts TeamFORD FUSION

Ford Fusion და Edge: წინა სავალის კაკუნი - სტერჟინი, სუხოი, გიტარა თუ ცაპკა?

აკაკუნებს Ford Fusion-ის ან Edge-ის წინა სავალი ორმოებზე? გაიგეთ, როგორ განვასხვავოთ სტერჟინის, სუხოის, გიტარის და ცაპკის ხმა და რომელი ნაწილი ერგება თქვენს მანქანას.

Ford Fusion და Edge: წინა სავალის კაკუნი - სტერჟინი, სუხოი, გიტარა თუ ცაპკა?

Ford Fusion (2013-2020) და Ford Edge (2015 წლიდან) ერთ პლატფორმაზეა აწყობილი და წინა სავალის ბევრი ნაწილი საერთო აქვთ. ორივე მანქანაზე ყველაზე გავრცელებული ჩივილი წინა სავალის კაკუნია. ამის მიზეზი რამდენიმე ნაწილი შეიძლება იყოს - და ხმის ხასიათით ხშირად მიხვდებით, რომელი.

სწრაფი შემოწმება: რას ნიშნავს ხმა

  • წკარუნი ან კაკუნი პატარა ორმოებზე, დაბალ სიჩქარეზე - ყველაზე ხშირად სტერჟინი
  • ჭრიალი ან ყრუ ხმა ორმოზე, განსაკუთრებით სიცივეში - სტაბილიზატორის რეზინები (სუხოი)
  • ბიძგი დამუხრუჭებისას ან დაძვრისას, მანქანა გზაზე „დაცურავს" - ქვედა ბერკეტი (გიტარა)
  • ზუზუნი, რომელიც სიჩქარესთან ერთად ძლიერდება - ეს კაკუნი არ არის: საკისარი და მორგვი (ცაპკა)
  • კაკუნი, რომელიც საჭეზე იგრძნობა - საჭის წევის დაბოლოება (ნაკანეჩნიკი)

ეს ორიენტირია და არა დიაგნოზი: ზუსტად ხელოსანი დაადგენს ამწეზე.

1. სტერჟინი - ყველაზე ხშირი მიზეზი

სტერჟინი სტაბილიზატორს ამორტიზატორის დგართან აერთებს. მის ორივე ბოლოში პატარა სფერული სახსარია, რომელიც ცვდება და ლუფტი უჩნდება.

სიმპტომი: მშრალი წკარუნი ან კაკუნი ცუდ გზაზე და პატარა ორმოებზე, 20-50 კმ/სთ-ზე, თუმცა მანქანა ნორმალურად იმართება. ხმა ხშირად ერთი მხრიდან ისმის.

შემოწმება: ბორბალი აწიეთ და სტერჟინი ხელით შეაჯანჯღარეთ - თუ ლუფტი აქვს ან აკაკუნებს, შესაცვლელია.

📦 წინა სტერჟინი - Ford Fusion 2013-2020, Edge 2015-2024
•
კოდი: DG9Z-5K484-A (Motorcraft MEF239)
•
შეფუთვა: 2 ცალი - ჯობია ორივე მხარე ერთად შეიცვალოს

2. სუხოი - სტაბილიზატორის რეზინები

სტაბილიზატორი ძარაზე რეზინის ვტულკებით (სუხოით) მაგრდება. დროთა განმავლობაში რეზინა შრება და იბზარება.

სიმპტომი: ჭრიალი ან ყრუ კაკუნი ორმოზე გადასვლისას და მოხვევისას, განსაკუთრებით ცივ ამინდში.

რჩევა: სტერჟინის შეცვლისას სუხოებიც შეამოწმეთ - ხშირად ერთად ცვდება.

📦 სტაბილიზატორის რეზინა (სუხოი) - Ford Fusion, Lincoln MKZ 2013-2020
•
კოდი: DG9Z-5484-D
•
შეფუთვა: 1 ცალი - მანქანას ორი სჭირდება, თითო მხარეს

3. გიტარა - ქვედა ბერკეტი

ქვედა ბერკეტი (გიტარა) ბორბალს ძარასთან რეზინის ვტულკებით აერთებს. როცა ვტულკები ცვდება, ბერკეტი ადგილს ვეღარ იჭერს.

სიმპტომი: ბიძგი ან კაკუნი დამუხრუჭებისას და დაძვრისას; მანქანა გზაზე „დაცურავს" და საჭის მუდმივ გასწორებას ითხოვს; საბურავი არათანაბრად ცვდება.

Fusion-ზე გიტარა სრულ, აწყობილ ნაწილად იყიდება ვტულკებიანად - ვტულკების ცალკე დაპრესვა არ გჭირდებათ. შეცვლის შემდეგ ბორბლების კუთხეები (რასვალი) გაასწორეთ.

📦 ქვედა ბერკეტი (გიტარა) - Ford Fusion, Lincoln MKZ 2013-2020
•
მარცხენა: GS7Z-3079-B · მარჯვენა: GS7Z-3078-B
•
კომპლექტაცია: სრული ბერკეტი ვტულკებით

4. ცაპკა - როცა „კაკუნი" სინამდვილეში ზუზუნია

გაცვეთილი საკისარი არ აკაკუნებს - ზუზუნებს. ხმა სიჩქარესთან ერთად ძლიერდება და შეიძლება შეიცვალოს მოხვევისას. ხშირად საბურავის ხმაში ერევათ.

📦 საკისარი და მორგვი (ცაპკა) - Ford Edge 2015-2024 (4WD), Fusion 2017-2020
•
კოდი: K2GZ-1104-A (HUB421)
•
ყურადღება: მხოლოდ ზოგ ვერსიას ერგება - შეკვეთამდე VIN-ით გადაამოწმეთ

Ford Edge 2007-2014

პირველი თაობის Edge-ს სხვა ნაწილები აქვს - Fusion-ის ნაწილები მას არ ერგება. სიმპტომები იგივეა, რაც ზემოთ.

როდის არ უნდა გადადოთ

სტერჟინის წკარუნი უსიამოვნოა, მაგრამ სასწრაფო არ არის. თუ მანქანა გზაზე „დაცურავს", დამუხრუჭებისას გვერდზე იწევს ან კაკუნი საჭეზე იგრძნობა, შეკეთებას ნუ გადადებთ - ეს უსაფრთხოების საკითხია.

არ ხართ დარწმუნებული, რომელი ნაწილი გჭირდებათ? გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა VIN-ით - თავსებადობას შევამოწმებთ. ვმუშაობთ ყოველდღე, 10:00-19:00.

ნაწილები მოდელის მიხედვით: Ford Fusion · Ford Edge · Lincoln MKZ

გჭირდებათ დახმარება ნაწილის შერჩევაში?

ჩვენი სპეციალისტები უფასოდ გადაგიმოწმებენ თავსებადობას VIN კოდის მიხედვით და მოგაწვდიან ნაწილს თბილისის საწყობიდან მთელი საქართველოს მასშტაბით.