YourCarParts TeamFORD

ზეთის შეცვლა Ford-ზე: რა შევამოწმოთ - ფილტრი, ღვედი, PCV და ძრავის ბალიშები

ზეთის შეცვლა საუკეთესო დროა ძრავის სხვა ნაწილების შესამოწმებლად. გაიგეთ, რას მიხედოთ Ford-ზე: ზეთის ფილტრი, ღვედი და დამჭიმი, PCV სარქველი, ჟონვები და ძრავის ბალიშები.

ზეთის შეცვლა Ford-ზე: რა შევამოწმოთ - ფილტრი, ღვედი, PCV და ძრავის ბალიშები

ზეთის შეცვლისას მანქანა ამწეზეა და კაპოტი ღიაა - კარგი შემთხვევაა, დაათვალიეროთ ის ნაწილები, რომლებიც ნელ-ნელა ცვდება. ძრავის ზეთს ჩვენ არ ვყიდით: ზეთის ტიპი და რაოდენობა თქვენი Ford-ის ინსტრუქციის (Owner's Manual) მიხედვით შეარჩიეთ. ქვემოთ ჩამოვთვლით, რისი შემოწმება ღირს იმავე ვიზიტზე.

როდის შევცვალოთ ზეთი

შეცვალეთ ინსტრუქციაში მითითებული ინტერვალით. ბევრი ახალი Ford ზეთის დარჩენილ რესურსს დაფაზე პროცენტებში აჩვენებს. თუ მანქანა ძირითადად საცობებში, მოკლე მანძილზე ან მტვრიან გზაზე დადის, ინსტრუქციაში ჩვეულებრივ მძიმე პირობების განრიგია უფრო მოკლე ინტერვალით. ზეთის შეცვლებს შორის დონე შუპით შეამოწმეთ, განსაკუთრებით გრძელ გზაზე გასვლამდე.

1. ზეთის ფილტრი

ფილტრი ზეთთან ერთად ყოველ ჯერზე იცვლება. დააყენეთ თქვენი ძრავისთვის განკუთვნილი ფილტრი და დარწმუნდით, რომ ძველი ფილტრის რეზინის შუასადები ძრავზე არ დარჩა - ორმაგი შუასადები ზეთის გაჟონვას იწვევს.

📦 ზეთის ფილტრი Motorcraft FL500S
•
კოდი: AA5Z6714A (FL500S)
•
ერგება: Explorer 2011-2026 (3.3 / 3.5 / 3.7), F-150 2011-2026, Edge 2009-2018 (3.5 / 3.7), Taurus, Flex, Mustang და სხვ.

2. ზეთის ჟონვა

ამწეზე ძრავს ქვემოდან შეხედეთ. სველი, ზეთიანი ადგილები ხშირად კლაპნის ხუფის შუასადებიდან (პრაკლადკიდან), ძრავის ლილვის ჩობალიდან (სალნიკიდან) ან ზეთის გამაგრილებლიდან მოდის. პატარა ჟონვა ადრე აღმოჩენისას უფრო იოლად სწორდება.

3. ღვედი და დამჭიმი

დაათვალიერეთ წამყვანი ღვედი (რემენი): ბზარები, გაპრიალებული ზედაპირი, ამოგლეჯილი ღარები. ღვედის წივილი დაქოქვისას ან გაზის მიცემისას, დამჭიმის (ნატიაჟიტელის) მკლავის კანკალი ან როლიკის ხმა შეცვლის ნიშანია. დიდი გარბენის ძრავზე ღვედი და დამჭიმი ხშირად ერთად იცვლება.

📦 წამყვანი ღვედი 2.0 - Fusion, Explorer, Edge, Taurus
•
კოდი: DA8Z8620A
•
ერგება: Fusion 2013-2020 (2.0 / 2.5), Explorer 2013-2019 (2.0 / 2.3), Edge 2015-2018 (2.0), Taurus 2013-2019 (2.0)

4. PCV სარქველი / ზეთის გამყოფი

PCV სისტემა კარტერის აირებს ძრავის შემშვებ სისტემაში აბრუნებს. როცა გამყოფი ან სარქველი ფუჭდება, შეიძლება გაჩნდეს სტვენა ან შიშინი, არათანაბარი უქმი სვლა, ზეთის ხარჯის ზრდა, ჩობალებიდან ჟონვა და Check Engine.

📦 ზეთის გამყოფი (PCV) - 2.0 ძრავები
•
კოდი: EJ7Z6A785C
•
ერგება: Edge 2015-2018 (2.0), Escape 2017-2019 (2.0), Fusion 2017-2020 (2.0), Lincoln MKC, MKX, MKZ, Continental (2.0)

5. ძრავის ბალიშები

სანამ მანქანა ამწეზეა, ხელოსანს ძრავის ბალიშების (პადმატორნის) რეზინა დაათვალიერებინეთ: ბზარები, აშრევებული რეზინა, ჰიდრავლიკური ბალიშიდან სითხის ჟონვა. გაცვეთილი ბალიშის ტიპური ნიშნებია ვიბრაცია უქმ სვლაზე (განსაკუთრებით D-ზე, დამუხრუჭებულ მანქანაში), ბიძგი დაძვრისას ან გადართვისას და ძრავის ჩვეულებრივზე მეტი მოძრაობა.

📦 ძრავის ბალიში - Ford Fusion 2013-2020
•
კოდი: DG9Z6038L
•
ერგება: Fusion 2013-2020 (2.0), Lincoln MKZ 2013-2020 (2.0)

6. იმავე ვიზიტზე

შეამოწმეთ ანტიფრიზის დონე, სამუხრუჭე სითხე, სალონისა და ძრავის ჰაერის ფილტრები.

ზემოთ ჩამოთვლილი ნაწილები ძრავის მიხედვით შეირჩევა. თუ თქვენი ძრავი ნაწილის გვერდზე ჩამოთვლილი არ არის, შეკვეთამდე VIN-ით გადაამოწმეთ.

ნაწილები მოდელის მიხედვით: ძრავის ნაწილები · Ford Explorer · Ford Fusion · Ford Edge · Ford F-150

არ იცით, რომელი ნაწილი ერგება თქვენს ძრავს? გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა VIN-ით ან დაგვირეკეთ / მოგვწერეთ WhatsApp-ზე: +995 505 05 06 51. ვმუშაობთ ყოველდღე, 10:00-19:00. მიწოდება თბილისში 1-2 დღეში, რეგიონებში 3-5 დღეში.

გჭირდებათ დახმარება ნაწილის შერჩევაში?

ჩვენი სპეციალისტები უფასოდ გადაგიმოწმებენ თავსებადობას VIN კოდის მიხედვით და მოგაწვდიან ნაწილს თბილისის საწყობიდან მთელი საქართველოს მასშტაბით.