YourCarParts TeamMOTORCRAFT

Ford-ის ბაბინა და სვეჩი: როგორ შევარჩიოთ წყვილი ძრავის მიხედვით

ძრავი ძიგძიგებს, Check Engine ციმციმებს ან გაწევა დაიკარგა? გაიგეთ, როგორ განასხვავოთ ბაბინის და სვეჩის დეფექტი და რომელი Motorcraft-ის სვეჩი და ბაბინა ერგება თქვენი Ford-ის ძრავს.

Ford-ის ბაბინა და სვეჩი: როგორ შევარჩიოთ წყვილი ძრავის მიხედვით

თანამედროვე Ford-ის ძრავების უმეტესობაზე თითოეულ ცილინდრს საკუთარი ანთების კოჭა (ბაბინა) აქვს, რომელიც პირდაპირ სვეჩზე ზის. ბაბინა აკუმულატორის 12 ვოლტს მაღალ ძაბვად გარდაქმნის, რომელიც სვეჩზე ნაპერწკალს ქმნის. სვეჩი და ბაბინა წყვილად მუშაობს: გაცვეთილი სვეჩი ბაბინას მეტად ტვირთავს, სუსტი ბაბინა კი კარგ სვეჩზეც პერებოის იწვევს.

სვეჩების შეცვლის ვადებსა და პერებოის ზოგად მიზეზებზე ვწერთ სტატიაში როდის უნდა შევცვალოთ სვეჩები და როგორ ავიცილოთ ძრავის პერებოი. აქ ყურადღებას ბაბინებზე გავამახვილებთ და იმაზე, თუ როგორ შეარჩიოთ სვეჩისა და ბაბინის სწორი წყვილი თქვენი Ford-ის ძრავისთვის.

ბაბინაა თუ სვეჩი? სიმპტომები

  • ძრავი ძიგძიგებს ადგილზე ან შუქნიშანთან
  • აჩქარებისას ან აღმართზე მანქანა ბიძგებით მიდის და გაწევას კარგავს
  • ანთია Check Engine; თუ ციმციმებს, ეს აქტიური პერებოია - შეამცირეთ დატვირთვა და მალე შეამოწმეთ, რადგან დაუწველმა საწვავმა შეიძლება კატალიზატორი დააზიანოს
  • საწვავის ხარჯი გაიზარდა
  • პერებოი ნესტიან ან წვიმიან ამინდში ძლიერდება - ეს ხშირად ბაბინის დაბზარული რეზინის ან კორპუსის ნიშანია

როგორ განვასხვავოთ

  1. წაიკითხეთ შეცდომის კოდები. სკანერი აჩვენებს, რომელ ცილინდრშია პერებოი: P0301 - პირველი ცილინდრი, P0302 - მეორე და ა.შ. P0300 ნიშნავს შემთხვევით პერებოის რამდენიმე ცილინდრში.
  2. ბაბინა გადაადგილეთ. პრობლემური ცილინდრის ბაბინა სხვა ცილინდრზე გადაიტანეთ და კოდები წაშალეთ. თუ პერებოი ბაბინას „გაჰყვა", ბაბინაა დაზიანებული. თუ იმავე ცილინდრში დარჩა, შეამოწმეთ სვეჩი, ფორსუნკა ან კომპრესია.
  3. დაათვალიერეთ სვეჩი. გაცვეთილი ელექტროდი, ზეთის ან ჭვარტლის ნადები, დაბზარული იზოლატორი.
  4. დაათვალიერეთ ბაბინის რეზინა. ბზარები, დამწვრობის კვალი, სვეჩის ჭაში ზეთი ან წყალი.

ერთად შევცვალოთ თუ ცალ-ცალკე?

  • სვეჩები ყოველთვის სრული კომპლექტით იცვლება - ყველა ცილინდრზე ერთად.
  • ბაბინა ჩვეულებრივ ცალად იცვლება, როცა ერთი დაზიანდება. დიდი გარბენის მანქანაზე, თუ ბაბინები ერთმანეთის მიყოლებით ფუჭდება, ბევრი მფლობელი მთელ კომპლექტს ცვლის.
  • სვეჩების შეცვლისას ბაბინის რეზინებიც შეამოწმეთ.
  • გამოიყენეთ სწორედ თქვენი ძრავისთვის განკუთვნილი სვეჩი და მწარმოებლის მითითებული მომენტით მოუჭირეთ.

სვეჩი და ბაბინა Ford-ის ძრავის მიხედვით

Ford ერთსა და იმავე მოცულობას სხვადასხვა ძრავში იყენებს: 2.0 შეიძლება იყოს ატმოსფერული ან EcoBoost, 3.5-იც - ორივენაირი. მათ სხვადასხვა სვეჩი აქვთ, ამიტომ შეარჩიეთ ძრავითა და წლით და გადაამოწმეთ VIN-ით.

📦 2.5 და ტურბოს გარეშე 2.0 - Escape, Fusion, C-Max
•
სვეჩები: Motorcraft SP530X (AYFS32YRX), კომპლექტი 4 ცალი
•
ბაბინა: 9E5Z12029A (DG522), იყიდება ცალად - 4-ცილინდრიან ძრავს 4 სჭირდება
•
ერგება: Escape 2.5 2009-2019, C-Max 2.0 2013-2018, Fusion 2.5 და ზოგი 2.0 ვერსია
📦 V6 3.3 / 3.5 / 3.7 - Explorer, Edge, F-150
•
სვეჩები: Motorcraft SP589 (CYFS12YT6), V6 ძრავს 6 სჭირდება
•
ერგება: Explorer 2011-2026, Edge 2011-2018 (3.5 / 3.7), F-150 2011-2025
📦 EcoBoost - 2.0, 2.3, 2.7, 3.0, 3.5
•
სვეჩები: Motorcraft SP594 (CYFS12YRT3)
•
ერგება: F-150 2.7 / 3.5 2015-2026, Explorer 2.3 / 3.0 2019-2026, Edge 2.0 / 2.7 2015-2024, Escape 2.0 2019-2023, Ranger, Bronco

3.5 ორივე სიაშია: რომელი სვეჩი სჭირდება, იმაზეა დამოკიდებული, EcoBoost-ია თუ არა თქვენი 3.5. თუ თქვენი ძრავის ბაბინას კატალოგში ვერ პოულობთ, გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა VIN-ით.

ნაწილები მოდელის მიხედვით: ძრავის ნაწილები · Ford Escape · Ford Fusion · Ford Explorer · Ford F-150

არ იცით, რომელი სვეჩი ან ბაბინა გჭირდებათ? გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა VIN-ით ან დაგვირეკეთ / მოგვწერეთ WhatsApp-ზე: +995 505 05 06 51. ვმუშაობთ ყოველდღე, 10:00-19:00.

გჭირდებათ დახმარება ნაწილის შერჩევაში?

ჩვენი სპეციალისტები უფასოდ გადაგიმოწმებენ თავსებადობას VIN კოდის მიხედვით და მოგაწვდიან ნაწილს თბილისის საწყობიდან მთელი საქართველოს მასშტაბით.